შს მინისტრი თანამშრომელ ქალებს 8 მარტს მიულოცავს

  შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხვალ, თანამშრომელ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიულოცავს. როგორც “კვირას“ უწყებიდან აცნობეს, მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის სამინისტროს 54 თანამშრომელ ქალს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მადლობის სიგელებით დააჯილდოებს. ასევე, შს მინისტრის სახელით, შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის 213 თანამშრომელ ქალს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელი გაეგზავნება. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი პირველად 2013 წელს აღინიშნა და შს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტრადიციად დამკვიდრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები