სოზარ სუბარი თურქეთის ელჩს შეხვდა

    თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მათ იმ დადებით შედეგებზეც ისაუბრეს, რომელსაც სისტემამ მიაღწია. თურქეთის ელჩმა სოზარ სუბარს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისთვის, რასაც უწყება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ეროვნებით თურქი მსჯავრდებულების მიმართ იჩენს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები