ზურაბ აბაშიძე: ამერიკულ მხარესთან იმ სირთულეებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობაში ვაწყდებით

 სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანსა და რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. ჩარლზ კაპჩანისა და ზურაბ აბაშიძის საუბარის მთავარი თემა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები იყო. „კურიერთან” ინტერვიუში ყურადღება ორივე მხარემ, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩემი ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს და ოპოზიციას ვხვდები და სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობებია. საქართველოში პროდუქტიულ დღეს ველით. პარალელურად ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების წვრთნები მიმდინარეობს, რაც მიზნად, ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორთან იმ სირთულეებზე ჰქონდა საუბარი, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობისას იქმნება. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სხვა დროს, დღევანდელ შეხვედრაზეც ამერიკული მხარე, რუსეთთან კომუნიკაციის გაგრძელების მომხრეა. „ვისაუბრეთ სირთულეებზე, რომლებსაც ჩვენ ჩვენს მეზობელთან ურთიერთობებისას ვაწყდებით. აბსოლუტური გაგებაა იმის, რომ დიალოგი აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს. მათაც ესმით, რომ ეს რთული საქმეა, მაგრამ ის, რომ კომუნიკაციის შენარჩუნება და დიალოგის გაგრძელება კონკრეტულ თემებზე საჭიროა, ეს მათი მხრიდან ყოველთვის ცალსახად აღინიშნება ხოლმე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები