რა ვითარებაში არიან ქართველი მეზღვაურები გემზე, რომელიც დაბომბეს

ქართველი მეზღვაური დაბომბვაში მოყოლილი გემიდან პირველ კომენტარს აკეთებს. გოჩა შერვაშიძე „რუსთავი 2“ – თან სატელეფონო საუბრისას განმარტავს, რომ ამჟამად დაზიანებული გემი თურქეთის ერთ-ერთ პორტში გადაჰყავთ.
„ახლა ნორმალური მდგომარეობაა. მიცვალებული გადავასვენეთ. სამხედრო გემი მოვიდა და მათ გადაიყვანეს. ჩვენ ვიმყოფებით ზღვაში და მივდივართ თურქეთის რომელიღაც პორტისკენ. ქართველები – ყველანი კარგად ვართ. უმნიშვნელო დაზიანებები გვაქვს. გემს 8 ბომბი მოხვდა. ცეცხლის ალში ვიყავით გახვეული და არანაირი თანადგომა არ გვქონდა თურქული მხარის მხრიდან“, – აცხადებს შერვაშიძე.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება ხომალდზე მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად. „გემის ეკიპაჟი ამჟამად უსაფრთხოდ არის. გემი ტექნიკურად გაუმართავია და იმყოფება ავარიულ მართვაზე. შესავტყობინეთ ყველა საერთაშორისო უწყებას, მათ შორის თურქეთის და საბერძნეთის სანაპირო და სამაშველო სამსახურს. ველოდებით, რომ ჩატარდება სამაშველო ოპერაცია“, – განაცხადა ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ. საზღვაო თურქეთის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა კაპიტანი და დაჭრილია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. საქართველოს მოქალაქეები უვნებლები გადარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები