თავდაცვის აკადემიაში დოკუმენტური ფილმის „ქართველი ლეგიონერი – დიმიტრი ამილახვარი“ ჩვენება გაიმართა
დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კინორეჟისორ გიორგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართველი ლეგიონერი – დიმიტრი ამილახვარი“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას აკადემიის საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერები ესწრებოდნენ. ფილმში ასახულია საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის ოფიცრის, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ცხოვრება. ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა იუნკერებს ფილმის სცენარის შექმნის და გადაღების ისტორია უამბო. ფილმის ჩვენებას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშის მოადგილე, მაიორი კრისტოფ ლუკტა ესწრებოდა.