ყალბი 100 ლარიანების დამზადების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის მსჯავრდებული მოქალაქე შაქრო ბოღიშვილი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ფერად ჭავლური პრინტერისა და სპეციალური ლაქ-საღებავების გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდა ყალბ 100- ლარიან კუპიურებს და შემდგომ ასაღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებში.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7- დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები