დავით უსუფაშვილი: მთავრობის დამტკიცების მიმართულებით პარლამენტში არანაირი პრობლემა არ იქნება

მთავრობის დამტკიცების მიმართულებით პარლამენტში არანაირი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა.
“საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ მთავრობის შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში ხდება ერთადერთი რამ, რომ მთავრობა მოდის პარლამენტში და ამ ფაქტიდან 2 კვირის განმავლობაში უნდა დაუდასტურდეს ნდობა. ეს ასახავს, მთავრობას აქვს თუ არა პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ისეთივე განწყობა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავრობის განახლება კიდევ უფრო მეტად ასახავს უმრავლესობის განწყობებს და შეიძლება ამ შემადგენლობამ გაცილებით მეტი ხმა მიიღოს ან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს აღარ ასახავს პარლამენტში უმრავლესობის ძალების განწყობებს და ვერ მიიღოს ნდობა. ეს საკითხი აქვს გასარკვევი პრემიერ-მინისტრს, როდესაც ცვლის მინისტრებს. მან იცის, რომ 6 მინისტრს თუ გადაამეტა, პარლამენტში მთელ მთავრობასთან ერთად უნდა მოვიდეს. ასე რომ, პრემიერ-მინისტრი, რაციონალური და გონიერი ადამიანი, რომელიც პარლამენტის ნდობით არის აღჭურვილი ამ პროცესში, ფიქრობს იმაზე, ეს ასე გააკეთოს თუ ისე გააკეთოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები