კაჭრეთში ტურნირი „დიპლომატიური თასი“ გაიმართა (ფოტო – ვიდეო)

დღეს კაჭრეთში პირველი „დიპლომატიური თასის“ ტურნირი გოლფში გაიმართა.

ჩემპიონატი ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს, „ამბასადორ გოლფ კლუბის“ ინიციატივით ამბასადორ „გოლფ კლუბში“ მოეწყო.

ტურნირში 30-მდე დიპლომატი მონაწილეობდა. მათ შორის: ყველა მოქმედი საელჩო,საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიების ხელმძღვანელები, ასევე უცხოელი ბიზნესმენები.

მატჩი 11:00 საათზე დაიწყო და სამ საათს გაგრძელდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთაგან პირველი ადგილი მაიკ მარტლეიმ და გარი დანქლიმ, მეორე – გიორგი კურულაშვილმა და ხოსე ფერნანდესმა, ხოლო მესამე – სემ სმარტმა და ბილ ლაჰუემ გადაინაწილეს. ასევე, ყველაზე გრძელ დარტყმაში მიშელ ტურჩინსკიმ, ხოლო ყველაზე ახლო დარტყმით ფოსოსთან – გარი დანქლიმ გაიმარჯვეს.

ორგანიზატორებმა და ტურნირის პარტნიორმა კომპანიებმა გამარჯვებულები სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

როგორც ტურნირის მონაწილეებმა აღნიშნეს, „ამბასადორ გოლფ კლუბი“ ერთადერთი ადგილია, სადაც ამ სპორტის მოყვარულებისა და პროფესიონალი მოთამაშეებისთვის გოლფის სათამაშოდ ყველა პირობა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ „გოლფ კლუბ ამბასადორს“ ერთი წლის არსებობის მანძილზე, უკვე სამი საერთშორისო „გოლფ ტურნირი“ აქვს ჩატარებული.

ორგანიზატორების ინიციატივით „დიპლომატიური თასი გოლფში“ ყოველწლიურად გაიმართება.

ტურნირის მხარდამჭერები კომპანიები იყვნენ:  “ქრონოგრაფი”,  “არდი”,  “პორშე-ცენტრი”, “ფრაი ვილლე”. როგორც აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მხარს მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ.

წლევანდელი ტურნირი პორტალ “კვირას” საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.

IMG_1394

IMG_1397

IMG_1427

IMG_1453

IMG_1459

IMG_1470

IMG_1475

IMG_1492

IMG_1505

IMG_1508

IMG_1512

IMG_1519

IMG_1525

IMG_1542

IMG_1545

IMG_1583

IMG_1610

IMG_1618

IMG_1632

IMG_1659

IMG_1701

IMG_1709

IMG_1773

IMG_1803

IMG_1805

IMG_1806

IMG_1827

IMG_1831

IMG_1835

IMG_1841

IMG_1860

IMG_1862

IMG_1868

IMG_1877

IMG_1887

IMG_1888

IMG_1902

IMG_1914

Панорама_без_названия1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები