ვაკელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ
ბარნოვის ქუჩის N 3-ში მცხოვრები მოსახლეობა გზის ჩამოშლის შედეგად ნგრევის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ადგილობრივთა ინფორმაციით, გზა აქ რამდენიმე დღის წინ ჩაინგრა, რის გამოც ქუჩა გადაკეტილია და სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
ვაკელები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ მერიის მიერ მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობის ნებართვა გაიცა, მოგვიანებით, მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე დარღვევები გამოვლინდა და მშენებლობის ნებართვა გაუქმდა.
სწორედ დაწყებული სამუშაოების შედეგად გათხრილი საძირკველი გახდა ბარნოვის ქუჩაზე გზის ჩამოშლის მიზეზი.