კაჭრეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2015 – 2016 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია – სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში საპარლამენტო კომიტეტის წევრები, სხვადასხვა სამინისტროს ასევე მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2015 – 2016 წლების სამოქმედო გეგმა შეკრებილ საზოგადოებას კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო და კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კანონშემოქმედებითი მუშაობის პროცესში სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებულ მუშაობაზე და ჟურნალისტების მხრიდან ამ პროცესის მონიტორინგის აუცილებლობაზე. შეხვედრაში სხვადასხვა უწყების მათ შორის იუსტიციის, შსს- ს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ლტოლვილთა და განსახლების, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ომბუდსმენის ოფისის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციიის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. მათ სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით საკუთარი შეფასებები და ხედვა წარმოადგინეს.

დღის ბოლოს შეხვედრა საჯარო დისკუსიით დასრულდა რომელშიც შეხვედრის მონაწილე, მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტებმა საკანონმდებლო საქმიანობის გაშუქების პროცესში იმ პრობლემებსა და საკითხებზე გაამახვილეს ყურადრება რომელიც მათი მოსაზრებით მომავალში საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები