გეგმავს თუ არა თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებებს?

არსად ჩემი გუნდით არ დავდივარ, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც მუსრს ავლებენ ადგილზე არსებულ კადრებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “მაესტროს ცხრიანის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ხიდაშელის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პატივია ემსახუროს იმ ადამიანებს, ვინც თავად ემსახურებიან სამშობლოს ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის ფასად.
„რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, თავდაცვის უწყებაში მრავალი ათასი ადამიანია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო იმ ადამიანებს, ვინც თავად ემსახურებიან სამშობლოს ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის ფასად. მე არ მივდივარ იქ როგორც უფროსი, რომელიც კაბინეტში უნდა იჯდეს ან დაცვით უნდა ირბინოს. ამიტომ ნამდვილად არ მინდა დღეს, სანამ თავდაცვის სამინისტროში არ მივსულვარ, არ გავსაუბრებივარ თანამშრომლებს, სანამ არ შემოვივლი ყველა ადგილს, სადაც ჩვენი ჯარისკაცები არიან, მანამდე ვილაპარაკო იმაზე, რომ რაიმე კონკრეტული პრობლემაა. მე არსად ჩემი გუნდით არ დავდივარ, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც მუსრს ავლებენ ადგილზე არსებულ კადრებს.
ჩემი სტანდარტი ძალიან მარტივია – თუ საქმეს ეკიდები პასუხისმგებლობით და ხარ კომპეტენტური, მაშინ შენ ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და ყველაზე დიდი პარტნიორი ხარ იმ საქმეში, რომელსაც ვემსახურები“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები