საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი მამიკინსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, ანდრეი მამიკინსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის, ა.წ. 21-22 მაისს დაგეგმილი რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.
შეხვედრისას განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები