ნოდარ ხადური: რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ქუთაისში, კომიტეტებში შეხვედრებისთვის მიდიოდნენ, გზიდან მობრუნდნენ

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა მინისტრებს განუცხადა, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა, რომელიც პრეზიდენტთან წარადგინა პარლამენტში გადასაგზავნად, არ შეიცვლება.
ხადურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტში სამივე ცვლილების შესახებ ინფორმირებული იყო. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა დაასახელა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც წარდგენილია პრეზიდენტთან იმისთვის, რომ მან კონსტიტუციით დადგენილი პროცედურები შეასრულოს. ამასთან, ხადურმა განაცხადა, რომ რამდენიმე მინისტრი, რომელიც ქუთაისში კომიტეტებში შეხვედრებისთვის მიდიოდა, გზიდან მობრუნდა.
“მე რამდენადაც ვიცი, პარლამენტში იყო კონსენსუნსი, რომ დღეს და ხვალ ემუშავათ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე მინისტრი გზიდან მობრუნდა. მათ კომიტეტებში, უმცირესობასთან და უმრავლესობასთან უნდა ჰქონოდათ შეხვედრები”, – აღნიშნა ხადურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები