ლევან ყიფიანი: დარწმუნებული ვარ, ღირსეული ადამიანი მივა სამინისტროში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დარწმუნებულია, რომ სამინისტროში ის ღირსეული ადამიანი მივა, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას გამარჯვებისკენ წარმართავს.
“დარწმუნებული ვარ, ღირსეული ადამიანი მივა სამინისტროში, რომელიც გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც აღებულია და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ქართული სპორტი სწორ გზაზე დადგეს და გზა გააგრძელოს გამარჯვებისკენ”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები