ლუკა კურტანიძე: ბატონი ტარიელი კეთილსინდისიერი კაცი და კარგი მენეჯერია

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ლუკა კურტანიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილის წარდგენას მიესალმება.
როგორც კურტანიძემ ჟურნალიტებს განუცხადა, ტარიელ ხეჩიკაშვილი კეთილსინდისიერი კაცია და ასევე, კარგი მენეჯერი.
“ბატონი ტარიელი ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კაცია. ძალიან მონდომებული ადამიანია. მას სპორტის ბევრ სახეობასთან გრძელვადიანი ურთიერთობა აკავშირებს. ვფიქრობთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც კარგი მენეჯერია”, – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები