გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოზე კუმულაციური ზემოქმედება შეაფასეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმსჯელეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე სამუშაო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ბითაძემ გახსნა.
შეხვედრაზე მხარეებმა კუმულაციური ზემოქედების შეფასების ექვსსაფეხუარიანი მიდგომა და საერთაშორისო დონეზე მისი პრაქტიკული განხორციელების გეგმა განიხილეს. პროექტის მიზანია ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება. პროექტი გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და GIZ-ისა და ავსტრიული კომპანიის RBM Solution-ის ორგანიზებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები