რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი შეაფასა. როგორც ნორლანდმა განაცხადა, რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
“იმ დროს, როდესაც საქართველო არის ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით – თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამ პროცესმა ვერ ჩაიაროს უმტკივნეულოდ. ველით, რომ ასეც იქნება და პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის”, – განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, აშშ სრულად სცემს პატივს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს.
“შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა იმ მინისტრებთან, რომლებიც ტოვებენ პოსტებს. ამ სამინისტროებთან მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი და კონსტრუქციული იქნება”, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები