“პრეზიდენტი ვალდებულია, ერთი კვირის ვადაში პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი დასამტკიცებლად წარუდგინოს”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, თუკი ერთი კვირის განმავლობაში პრემიერი მინისტრთა სიას არ შეცვლის, პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს იმავე შემადგენლობა გადაუგზავნოს.
“როგორც ჩანს, მთავრობა ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მუშაობს, პრეზიდენტმა გამოხატა ნება, რომ მოხდეს რაფინირება. მოხდეს წყნარად, პოლიტიკური ვნებათაღელვის გარეშე შეთანხმება საპარლამენტო უმრევლესობასა და მთავრობის მეთაურს შორის მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე. თუ არ მოხდა პრეზიდენტი ამ შემადგენლობას წარადგენს ერთი კვირის თავზე, ეს მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა”,-განაცხადა კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები