ნინო გვენეტაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ერთი ვთქვა, მთავარია, არ დაირღვეს კონსტიტუცია და კანონის მოთხოვნები და რამდენადაც ვიცი, ეს ამ ეტაპამდე არ მომხდარა. ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილება და პარლამენტიც იმუშავებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება და დამტკიცება ჰქვია”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები