“პრეზიდენტი ვალდებულია მთავრობის 1/3-ის განახლებიდან ერთ კვირაში, პარლამენტს მთავრობა წარუდგინოს”

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ თუკი პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობას არ შეცვლის, პრეზიდენტი ვალდებულია დღეს დასახელებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს წარუდგინოს.
მენაბდე განმარტავს, რომ გიორგი მარგველაშვილს არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ 7 დღიანი კონსტიტუციური ვადა გაახანგრძლივოს. მისივე თქნით, დროის გასვლის შემდეგ პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს მთავრობის ის შემადგენლობა წარუდგინოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი შესთავაზებს.
“პრეზიდენტს აქვს ვალდებულება მთავრობის 1/3-ის განახლებიდან ერთ კვირაში, წარადგინოს მთავრობა პარლამენტში. პრეზიდენტი ამ ვადას უფრო მეტად ვერ გაახანგრძლივებს. მეტიც სინამდვილეში თუ ჩვენ უფრო ზუსტები ვიქნებით, პრეზიდენტს არა ერთი კვირა, არამედ 5 დღე დარჩა, ვინაიდან მეშვიდე მინისტრი ორი დღის წინ გადადგა. შესაბამისად დროის ათვლა იქიდან მოხდება და არა დღევანდელი დღით, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. 5 დღის შემდეგაც, თუ პრემიერი პრეზიდენტს იგივე შემადგენლობას შესთავაზებს, გიორგი მარგველაშვილი ვალდებულია, პარლამენტს წარუდგინოს აღნიშნული შემადგენლობა. პრეზიდენტი ვალდებულია, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინოს და მისი სურვილები აქ არაფერს წყვეტს”, – განაცხადა მენაბდემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები