გიორგი ვოლსკი: მე არ მომწონს პრეზიდენტის გადაწყვეტილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიორგი ვოლსკის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს არ არღვევს.
“მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციურ ვალდებულებებს. ჩვენ მზად ვიყავით პარასკევსა და შაბათსაც გვემუშავა და განგვეხილა და ერთი კვირის მერეც მზად ვიქნებით ამისთვის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფროსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სურს მისცეს დრო პრემიერს და პარლამენტს, რათა უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.