დავით საგანელიძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლოგიკურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ გიორგი მარველაშვილის გადაწყვეტილება, პარლამენტს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცეს, ლოგიკურია. მისივე თქმით, პრეზიდენტი არის არაპარტიული, დამოუკიდებელი პიროვნების როლში, რომელიც იმ უფლებებს იყენებს, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.
“პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში არის იმ როლში, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, აბსოლუტურად არაპარტიული. არა რომელიმე პარტიაზე ორიენტირებული პიროვნება, არამედ პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი საკონსტიტუციო უფლებები და ცდილობს, გამოიყენოს თავისი საკონსტიტუციო უფლებები და დაანახვოს ყველას, რომ მას ეს უფლებები გააჩნია. მოსაზრებები, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პარლამენტს დაფიქრების მეტი საშუალება მიეცეს, სადღაც ამაში ლოგიკა მაინც არის”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სურს მისცეს დრო პრემიერს და პარლამენტს, რათა უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები