თინა ხიდაშელი: პრეზიდენტი იყენებს 7-დღიან ვადას და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს. ხიდაშელის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა.
“პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, კონსტიტუციით მინიჭებული 7 დღიანი ვადა გამოიყენოს. ის იყენებს ამ ვადას. შესაბამიასად, რამე პრობლემას ვერ ვხედავ. აქამდე მესმოდა ჭორაობა, რომ ჩვენ პრეზიდენტთან ერთად რაღაც კონსპირაციულ კოალიციაში ვართ. ამიტომ იქნებ სხვადასხვა ჭორის ავტორები ჩამოყალიბდნენ, რა არის სინამდვილეში ეს კონსპირაცია და მერე დავსვათ კითხვები. შესაძლებელია პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ამ ფორსირებულ რეჟიმში მთავრობის დამტკიცების პირობებში, პირადად სჭირდება დრო, ცოტა უკეთ გაერკვეს, თუ რა ხდება. გიორგი მარგველაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, არ არის პარტიული პრეზიდენტი, შესაბამისად ვერავისთან ოპოზიციაში ან პოზიციაში ვერ იქნება. ის არის ქვეყნის მეთაური, რომელიც არაპოლიტიკური პირია, შესაბამისად საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები