გიგლა აგულაშვილი: პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებს

გიგლა აგულაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იგი პრეზიდენტის განცხადებაში პრობლემატურს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებს. აგულაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის შედეგია და, მისი თქმით, ამაში დაძაბულობის არანაირი ნიშანი არ არსებობს.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს მთავრობას ქვეყნის მართვის კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩვენ – ყველას გვაწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებით წუხილები, მე ვისურვებდი, რომ მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა სრული მასშტაბით, სწრაფად შედგომოდა მუშაობას, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. ვისურვებდი, რომ მოქალაქეებმა ადეკვატურად შეაფასონ შექმნილი ვითარება და ნუ იფიქრებენ, რომ რაიმე დაძაბულობის ფონი არსებობს. ვერაფერს პრობლემურს ვერ ვხედავ. კარგია, როცა ქვეყანას ჰყავს ძლიერი ინსტიტუტები და ისინი ჯანსაღ პირობებში ახერხებენ სწორი გზით წაიყვანონ ქვეყანა”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები