ეკა ბესელია: მინდა თინას წარმატებები ვუსურვო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას საინტერესოს უწოდებს. ეკა ბესელია თინა ხიდაშელს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ ისეთი საპასუხისმგებლო სფეროს ხელძღვანელობა, როგორიც თავდაცვის უწყებაა, იოლი არ იქნება.
“მე მინდა თინას წარმატებები ვუსურვო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო სფერო და, ბუნებრივია, იოლი არ იქნება. ვფიქრობ, მთლიანობაში – შეცვლილი ფორმით წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა საინტერესოა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.