„პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობით კმაყოფილი არ არის“

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობაში მომხდარი ცვლილებებით კმაყოფილი არ არის და, მეორე მხრივ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადამიანური თვისების დემონსტრირება მოახდინა და ძალა აჩვენა, რომ შეუძლია ეს პროცესი გააჩეროს“,- აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობით კმაყოფილი არ არის, თუმცა ექსპერტი ამის გამო პრემიერის მხრიდან მთავრობის შემადგენლობაში რაიმე ცვლილების შეტანას გამორიცხავს.
„არც იმ პროცესით, რაც მოხდა და არც წარდგენილი შემადგენლობით პრეზიდენტი არ არის კმაყოფილი. კმაყოფილი არ არის იმ შემადგენლობით, რომელიც დარჩა. პრემიერის და პრეზიდენტის ასეთი ურთიერთობა საქართველოსთვის უარყოფით ელფერს იძენს. მე არ მგონია, რომ პრემიერმა ახალი კანდიდატების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს, მით უმეტეს, ასეთი კატეგორიული მოთხოვნის ფონზე“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერობის მოვალეობის შემსრულებებლმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, საქართველოს პრეზიდენტმა კი მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები