დიმიტრი ხუნდაძე: თინა ხიდაშელი კარგი მინისტრი იქნება
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, თინა ხიდაშელი კარგი მინისტრი იქნება. როგორც ხუნდაძემ აღნშნა, საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ქალი ხდება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
“თინა ხიდაშელი და მისი გამოცდილება პარლამენტს დააკლდება, მაგრამ ის იქნება კარგი მინისტრი. ის მთავრობის გუნდს გააძლიერებს. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ქალი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავს გაართმევს”, – განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი წარადგინა.