დავით უსუფაშვილი: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და ყველამ პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას.
,,დღეს იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვალდებულება და 7-დღიანი პერიოდი გამოიყენა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრია და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და ის აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები