პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო – ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფროსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სურს მისცეს დრო პრემიერს და პარლამენტს, რათა უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.
„არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა პოსტიდან. როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, უნდა დავსვა კითხვა: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინიტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მე მინდა მივცე პრემიერს და პარლამენტს დრო, უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. მე ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები