ირაკლი ღარიბაშვილი: ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სპორტულ სამყაროს უკავშირდება

ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა და აღნიშნა, რომ ხეჩიკაშვილის ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სპორტულ სამყაროს უკავშირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხეჩიკაშვილის, როგორც ძლიერი მენეჯერის, უნარებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრი და, ამავდრულად, 7 შვილი მამაა.
“სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და დღემდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჰოლდინგის „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტი. მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სპორტულ სამყაროს უკავშირდება. არის ძლიერი მენეჯერი და ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრი. ბატონი ტარიელი, ამავე დროს, 7 შვილის მამაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები