თბილისში მოწამლული ინდოელი გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, წინასწარი ინფორმაციით ორი უცხოელი გოგო გაზის ინტოქსიკაციით მოიწამლა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დაზარალებულებს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც „კვირას“ ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის პრესცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ორი ინდოელი გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირით მსუბუქად მოიწამლნენ. ამჟამად, ორივე მათგანი კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები