შოთა ხაბარელი ლევან ყიფიანს ურჩევს – წასვლის მიზეზებზე ისაუბროს

„ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტს უპირისპირდება, თუმცა დღევანდელ განცხადებებში ამ დაპირისპირების მიზეზებზე არ უსაუბრია“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა დეპუტატი შოთა ხაბარელი სპორტის მინისტრის გადადგომის საკითხს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
“ის აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და რასაც მოგვიწოდებს ჩვენ, თავის თავში ეძებოს. ჯობია, წასვლის მიზეზებზე ისაუბროს. რაზეც მან დღეს ისაუბრა, არის ფედერაციის პრეროგატივა. რაზეც ჩვენ გვქონდა პრეტენზიები, ყიფიანმა იმაზე არ ილაპარაკა. ყოფილი მინისტრი პირდაპირ უპირისპირდება პარლამენტში სპორტის კომიტეტს, რომელმაც მართებული დასკვნა დადო და, რაც მოხდა, მართებულად მიმაჩნია. აქ პირადი დაპირისპირება გამორიცხულია. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ერთ ადამიანთან დაპირისპირება, მაგრამ არა 30 ადამიანთან და უფრო მეტთან. ის დასკვნები, რაც ჩვენ დავდეთ, ესადაგებოდა მის გადადგომას და ის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები