ანგელა მერკელი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა.
მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული ვითარება, იმსჯელეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის მნიშვნელობაზე.
გერმანიის კანცლერმა პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალაში რჩება და თარიღი დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი. ანგელა მერკელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები