ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. პრემიერის პრესკონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია, დღეს თანამდებობა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დატოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ყიფიანი მე-7 მინისტრია, რომელიც მთავრობის კაბინეტში გამოიცვალა, კონსტიტუციის მიხედევით, მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები