დავით უსუფაშვილი: პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნოს მინისტრები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები და პარლამენტის როლი განმარტა. უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები წარადგინოს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ახალი მინისტრების პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის 7-დღიანი ვადა აქვს.
„პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნოს მინისტრები. დანიშვვნის შემდეგ, როცა პრემიერი ამ საკითხზე ჩამოყალიბდება და მთავრობა უკვე მიიღებს განახლებულ სახეს, ამის შემდეგ ერთვება საქმეში პარლამენტი. ჩვენი კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს ამისთვის აქვს ორკვირიანი ვადა, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე შეარჩიოს ახალი მინისტრები. მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად განახლებულ შემადგენლობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს. პარლამეტს აქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები