თამარ ბერუჩაშვილმა გაეროში შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ქ. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, კაბინეტის უფროსთან სუზანა მალკორასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ასევე შეხვდა გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პრეზიდენტს სემ კაჰამბა კუტესას.
ბერუჩაშვილმა ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, მოსკოვსა და სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. “ხელშეკრულებების“ და ამ ხელშეკრულებებიდან მიმდინარე საფრთხეების შესახებ.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე 69-ე სესიის ფარგლებში საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში 1 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები