ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას ნდობის ხელახლა მოპოვება არ გაუჭირდება

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი კიდევ ერთი მინისტრი გადადგება, მთავრობას ნდობის ხელახლა მოპოვება არ გაუჭირდება. მან აღნიშნა, რომ ნდობის მოსაპოვებლად პრეზიდენტის წარმოდგენა ჯერჯერობით საჭირო არ არის.
„რაიმე, პირადი თუ სხვა მიზეზით, თუ წავიდა კიდევ ერთი მინისტრი, ბუნებრივია, დადგება მთავრობის ნდობის საკითხი. ამ წუთას არსებული მდგომარეობით, მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა აქვთ და ამ ნდობას ხელახლა მოიპოვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის მოსაპოვებლად პრეზიდენტის წარმოდგენა არ არის საჭირო. თუ პრემიერი არ გვეყოლება, მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოადგენს პრეზიდენტი თავის კანდიდატურას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები