იანოშ ჰერმანი: ევროკომისია მალე გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნული იქნება საქართველოს მიღწევები

„ახლა მიმდინარეობს ტექნიკური შეფასების პროცესი იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს საქართველო იმ მოლოდინებს, რასაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს“, – ეს კომენტარი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას იმედები გაუცრუოს.
„რა თქმა უნდა, მომავალი რიგის სამიტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ვმუშაობთ სამიტის დოკუმენტზე. ექვსი მონაწილე ქვეყნისა და ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერები რიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და მიიღებენ გადაწყვეტილებას ყველა ამ საკითხზე. ევროკომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნული იქნება ამ კუთხით საქართველოს მიღწევები. მე, როგორც ამ პროცესის მონაწილეს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მიღწევა აქვს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეფასების ანგარიში პოზიტიური იქნება. როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობას, შემდეგ დაიწყება ამ პროცესის მეორე ეტაპი – განხილვები”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები