ლევან ყიფიანის მოადგილე: მთელი ღამე “ჯაყოს ხიზნებს” ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება

“მთელი ღამე “ჯაყოს ხიზნებს” ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა, რომელიც სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა.
რაც შეეხება პრეტენზიებს, რომლებიც სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის მიმართ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს აქვს, მინისტრის მოადგილე გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ბრალდებები უმისამართოა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები