მთავრობის ადმინისტრაციაში დეპუტატები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში დეპუტატები იკრიბებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მათი მისვლა მინისტრების საკითხს არ უკავშირდება.
როგორც მანანა კობახიძემ და თედო ჯაფარიძემ აღნიშნეს, ისინი პრემიერსა და ნიდერლანდების პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გასამართ შეხვედრაზე დასასწრებად მივიდნენ.
დეპუტატებმა კომენტარი გააკეთეს მინისტრების გადადგომის საკითხზეც. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხდება, ამის პრობლემა არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები