ბესიკ ხარძიანის მკვლელის ვინაობა ცნობილია

ბესიკ ხარძიანის მკვლელი იდენტიფიცირებულია და მისი ვინაობა ცნობილია. ის 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცია – ამის შესახებ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ადვოკატმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავის ქვეყნიდან გასვლის შესახებ. მისი თქმით, ეჭვმიტანილს საჰაერო გზით ქვეყანა არ დაუტოვებია. მისი სახმელეთო გზით გადაადგილების შესახებ კი ინფორმაცია გამოძიების მხრიდან დადასტურებული ამ დროისთვის არ არის. რაც შეეხება ხარძიანის ყოფილი მეუღლის მხრიდან ბიზნესმენის მეორე მეუღლის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, ადვოკატის განცხადებით, ეს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებაა, რომელსაც სარჩულად შესაძლოა, ერთგვარი „შურისძიება“ ედოს.
„გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მკვლელი არის ახალგაზრდა მამაკაცი. საქმეში არსებული მასალების და მტკიცებულებათა მიხედვით რამდენიმე პირზე არ ყოფილა საუბარი. თვითმხილველები მიუთითებდნენ ერთ პირზე, ამ დროისთვის დასრულებულია იდენტიფიცირება. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს გამოძიებას, დატოვა თუ არა მან ქვეყანა. ასეთი მონაცემები, რომ მან დატოვა ქვეყანა, დაზუსტებული არ არის, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის ქვეყანაში იყოს.
რაც შეეხება ყოფილი მეუღლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ოჯახში მაღალი ემოციური ფონია და განცხადება ამის გამო უფრო გაკეთდა, ან კიდევ შესაძლოა, ყოფილი მეუღლის მხრიდან ერთგვარ “შურისძიებასთანაც” გვქონდეს საქმე, რადგან პირველი ოჯახი ვერ შედგა, ასეთი რამ ათასგვარი აზრის გამოთქმის მიზეზი ხდება.
მისი მეორე მეუღლე მაქსიმალურად იკავებს თავს, შემდეგ კი გამოძიებასთან ერთად განცხადებას გააკეთებს. როგორც მასალებიდან ჩანს, ეს შეკვეთილი მკვლელობა ფაქტიდან ჩანს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეს პიროვნება დადიოდა თავშიშველიც, ფეხითაც, თავსაბურავითაც, ამან მისცა საშუალება, რომ ყოფილიყო იდენტიფიცირებული. თავისუფლად გადაადგილდებოდა დანაშაულის შემდეგ და არ იმალებოდა. ადამიანებმა მისი გარეგნობა დაინახეს, რადგან ხარძიანის სახლის ახლომდებარე ქუჩები საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია“,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები