ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობების თემაზე სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება
თემაზე – „ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობები ზოგად თერაპიულ პრაქტიკაში” სასტუმროში „რადისონ ბლუივერია” ხვალ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება.
სიმპოზიუმი კომპანია “ბიომედიკას” ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიირებენ – ბელგიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
სიმპოზიუმის პროგრამაშია ბელგიელი მედიცინის დოქტორის, იან კერსშოტის მოხსენება თემაზე: „ბიოპუნქტურა, როგორც ბიომარეგულირებელი თერაპიის ეფექტურობის ამაღლების მეთოდი“.
უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორის, ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელიც დაესწრება სიმპოზიუმს, მოკლე დროის განმავლობაში მიიღებს მაღალ ეფექტურ და საიმედო ინსტრუმენტს ყოველდღიური პრაქტიკისთვის.
„ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც მიმართულია სხვადასხვა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაძლიერებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაიზარდა ორგანიზმზე გარემო ფაქტორების (ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, ფსიქო-ემოციური, პოლიტიკური და სახმედრო) უარყოფითი ზეგავლენა. ამ სახის ცვლილებები უარყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ალოპათიური პრეპარტაბების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს.
საერთაშორისო სიმპოზიუმზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, ბელგიიდან,უკრაინიდან , რუსეთიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია „ჰეელ“-ის კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ“, – აღნიშნა ბესიკ შამუგიამ.
მისი თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ევროპის არაერთ ქვეყნაში ტარდება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო არ ჩამორჩება. ახლო მომავალში მომავლაში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება“,- – ამბობს პროფესორი.