ხანძრის გამო სტუდქალაქში დევნილი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბაგებში, სტუდქალაქის ყოფილ შენობაში ცეცხლი ლიფტის შახტას გაუჩნდა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. „ამ ეტაპზე, ცეცხლის კერა ლოკალიზებულია. თუმცა, სრული ლიკვიდაცია ამ დრომდე არ მომხდარა. რაც მთავარია, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.
შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები