შსს-ს სპორტული კლუბ MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) იასპარეზებს

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. შს სამინისტროს ცნობით, ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატი 6 ეტაპად ჩატარდება. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები უმასპინძლებენ. ჩემპიონატის ფარგლებში კლუბი MIA FORCE პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი Engstler Motorsport-ია, რომლის ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია ქართველი სპორტსმენისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად. 2012, 2013 და 2014 წლებში დათა ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის სახელით ასპარეზობდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ LEGEND SUPER CUP- ის სახელწოდებით ცნობილ ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები