როიტერი: Gilead Sciences-ი C ჰეპატიტთან ბრძოლაში საქართველოს საცდელ ქვეყნად გამოიყენებს
საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, Gilead Sciences-ი ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია, მართლაც, შესაძლებელია. საქართველოში დაწყებული პროექტები, რომლის ფარგლებშიც დაავადებასთან საბრძოლველი მედიკამენტები უფასოა, ამის სადემონსტრაციოდ კეთდება. სხვა სიტყვებით, საქართველო ის რეგიონია, რომელიც დაავადების აღმოფხვრისთვის საცდელი ადგილი იქნება. კომპანია გამოიყენებს ეფექტურ, თუმცა ძვირად ღირებულ აბებს – “სოვალდის” და შედარებით ახალ პრეპარატ “ჰარვონის”.
“საქართველოში მოპოვებულ შედეგებს სხვა ქვეყნებში გამოვიყენებთ და დავამტკიცებთ, რომ ინვესტიციას შეუძლია, დაავადება ფუნდამენტალურად შეცვალოს”, – განაცხადა კომპანია „ჯილიდის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გრეგ ალბომმა.