გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლებს

დღეს ბელარუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კორტია დახვდნენ.
ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს და სახელმწიფო დელეგაციასა და ათი წლის შვილთან ერთად ეწვია.
ბელარუსის დელეგაციის შემადგენლობაში არიან : ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება.
24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსიის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.
ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსიის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია.
სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები