პრემიერი: მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 60-65 მილიონი ლარია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 60-65 მილიონი ლარია – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც ახალი პროექტი “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” გააცნო.
პრემიერის განმარტებით, საინვესტიციო პროექტებს შორისაა სასტუმროების, ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსებისა და ცენტრების მშენებლობა, ვაზისა და ხეხილის ბაღების გაშენება, თევზსაშენი მეურნეობის განვითარება, მინერალური და სასმელი წყლების ჩამოსხმა, მევენახეობა-მეღვინეობის, აგრეთვე კომბინირებული საკვების საწარმოების ამუშავება, ბაზალეთის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა და ა. შ.
“რეგიონში ამისი პოტენციალი ნამდვილად არსებობს – ის მდიდარია ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა: ჰიდრორესურსები, მტკნარი წყლები, სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა – კირქვა, ბაზალტი, ქვიშაქვა, სააგურე თიხა – უნიკალური და ასე შემდეგ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები