დავით სუჯაშვილი და გოჩა რატიანი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავენ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავენ.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონში არსებული მდგომარეობა. ასევე, ისაუბრეს საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრის შექმნის მნიშვნელობას, მის მისიასა და შესაძლებლობებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები