ტრაგედია მუხიანში – მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მამამ თავი მოიკლა

მუხიანის დასახლებაში წუხელ ტრაგედია დატრიალდა. მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა.
არსებული ინფორმაციით, ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რაც შეეხება მოზარდს, თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ის მე-8 სართულიდან გადმოხტომის შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ თვითმხილველების ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები