ხულოში ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს უბედური შემთხვევის შედეგად მშენებლობაზე დასაქმებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ბურჯის მშენებლობის პროცესში ამწემ სიმძიმეს ვერ გაუძლო, ტვირთმა გადაძლია და ხარაჩოებს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. გამგებლის ცნობით, დაღუპულთაგან ერთი სოფელ ღურტას მკვიდირა, მეორე თურქეთის მოქალაქეა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაზიანდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები